საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე სახელწოდებით უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი. სალომე ზურაბიშვილის ძირითადი გზავნილები ევროინტეგრაციას შეეხებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში არაერთ უცხოურ გამოცემასთან ისაუბრა. მისი ძირითადი გზავნილები კი რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების აუცილებლობას ეხებოდა. როგორ აფასებენ პრეზიდენტის გზავნილებს პოლიტიკურ სპექტრში თემაზე ვრცლად ეკა უშხვანი ისაუბრებს.