ირაკლი კობახიძის პრემიერ მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში. აღნიშნულ შეხვედრებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც გამოეხმაურა და განაცხადა რომ მთავარი გზავნილი იქნება მთავრობამ გააგრძელოს მუშაობა ევროპულ გზაზე, მისივე განცხადებით ქვეყანა კარგად მუშაობს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. თემაზე უფრო ვრცლად სალომე ჯაფარიძე ისაუბრებს.