მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო 1967 წლიდან პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის ქმედებების სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით მოსმენას იწყებს. მედიის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, 52 სახელმწიფოს წარმომადგენელი ისაუბრებს. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ჰააგის სასამართლოს პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, ისრაელის პოლიტიკისა და პრაქტიკის სამართლებრივი შედეგების შეფასება 2022 წლის დეკემბერში სთხოვა. ჰააგის სასამართლო, სავარაუდოდ, უპასუხებს კითხვასაც, თუ რა შედეგებს მოიტანს არსებული ვითარება გაეროსა და სხვა ქვეყნებისთვის. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა ფორმალური სახისაა და მისი აღსრულება სავალდებულო არ არის.