ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, დასაქმების მზარდი დინამიკა გაგრძელდა და დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა, ასევე უმუშევრობის მინიმალური დონე დაფიქსირდა. სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სამუშაო ძალაც გაიზარდა. მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 67 000-ით გაიზარდა და მილიონ 373 ათასი შეადგინა, ხოლო უმუშევრობის დონე 0.7%-თ შემცირდა და 15.4%-ს გაუტოლდა. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2023 წელს ასევე დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული წლიური რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი. 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა.