რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება. ექიმები კლინიკის რეორგანიზაციისა და შენობის დემონტაჟის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი არ გამორიცხავს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობასაც მიმართოს. მედიკოსები ასევე ითხოვენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც, რათა მათი პროტესტის მიზეზი გააცნონ და უთხრან ის არგუმენტები, რომლებიც კლინიკის დემონტაჟის შესახებ სამთავრობო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას შეეხება.