პარლამენტი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტზე მუშაობას აგრძელებს. ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორი, მაია ბითაძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელებსა და მედიაში აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ბითაძეს ამის მაგალითად მოჰყავს ინფორმაცია შესაძლო მასობრივ ევთანაზიასთან დაკავშირებით, რაც, მისივე თქმით, სიმართლეს არ წარმოადგენს. ბითაძის თქმით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამ კანონით დაუშვებელია უპატრონო ცხოველის შეყვანა განათლების დაწესებულებებში, სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, საბავშვო და სპორტულ მოედანზე, ასევე კვების ობიექტებში. ბითაძე განმარტავს, რომ სინამდვილეში, კანონპროექტით ეს შეზღუდვა არასდროს ყოფილა გათვალისწინებული. დეპუტატი ამბობს, რომ შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის შეყვანა ხელით ან ჩანთით, გარდა იმ საზოგადოებრივი დაწესებულებებისა, რომლებიც თავად აკრძალავენ ცხოველის შეყვანას. გარკვეული აკრძალვა, მხოლოდ დიდი ძაღლების შემთხვევაში იმოქმედებს.