პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის კამათიც მოხდა. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსის ცვლილებით ევროკომისიის 9-ა დათქმის შესრულების პროცესს ხელს უშლის. მმართველი გუნდი კი საპირისპიროს ამტკიცებს - „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტები ამ პროცესს ხელოვნურად ართულებენ.