გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ევროპასა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადონ. ამავდროულად, პისტორიუსმა ამერიკელ კანონმდებლებსაც მიმართა და უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების დაამტკიცებისკენ მოუწოდა. მისივე თმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ამერიკის ინტერესებშია. გერმანიის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში ეს შედეგი არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ აშშ-სთვისაც ძალზედ მძიმე იქნება.