უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მსჯელობის მთავარი საკითხი ავდეევკაში არსებული მდგომარეობა და აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის საჭიროება იყო. ზელენსკის თქმით, თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ რუსეთის დასამარცხებლად და უკრაინის დასაცავად. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ ამ დონის გლობალურ სოლიდარობასა და მხარდაჭერას თავის ისტორიაში პირველად მიაღწია. შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ქალაქ ავდეევკას დატოვება დაიწყეს. გადაწყვეტილების მიზეზი შექმნილი ოპერატიული ვითარება გახდა. შეიარაღებული ძალების მეთაურის, ალექსანდ სირსკის განცხადებით, ქალაქიდან ჯარისკაცების გამოყვანით მათი ალყაში მოქცევა თავიდან აირიდეს.