პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. გამომცემლობა „პალიტრა L“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ლიტერატურულ პროექტს აგრძელებს და ლიტერატურის მოყვარულებს სთავაზობს ახალ სერიას სახელწოდებით „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". ყველაზე მოთხოვნადი სერიის წიგნების შერჩევაში გამოკითხვის მეშვეობით ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სერიის პირველი გამოცემაა ანე ფრანკის "უკანა სახლი, დღიური წერილების სახით", რომლის შეძენაც დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.