გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც 4 კმ-მდე სიგრძის სხვადასხვა რიგის წყალგამანაწილებელი არხის და მისი განშტოებების აღდგენას, 25 კმ-ის სიგრძის ლითონის მილების მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკის მონტაჟს ითვალისწინებს. 8-ა მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოები 2025 წლის მაისში დასრულდება.