„დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, შეიცვლება თუ არა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება საქართველოსა და რუსეთს შორის შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან გავიდეს. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ როდესაც საკმარისი მხარდაჭერა და რეაქცია არ არსებობს, და თუ რუსეთის არ შეაჩერებენ, ის სხვა ქვეყნების მიმართ აგრესიას მომავალშიც გააგრძელებს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულ გზას ქართველი ხალხი მხარს უჭერს და ეს არასდროს შეცვლილა.