BBC-ის ინფორმაციით, პაპუა-ახალი გვინეის ჰაილენდსის რეგიონში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 53 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, მასობრივი მკვლელობა ენგას პროვინციაში ორ ტომს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. მისივე ინფორმაციით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე იმყოფება, მაგრამ ამ მოვლენის შესახებ სრული ინფორმაცია, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის. პაპუა-ახალ გვინეაში ტომობრივი ძალადობა ხშირად მიწისა და სიმდიდრის განაწილების გამო ხდება. გასულ წელს ამის გამო, ხელისუფლებამ ენგას პროვინციაში 3-თვიანი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კომენდანტის საათი და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები დააწესა.