ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივ შეთანხმებებს კიდევ რამდენიმე სახელმწიფოსთან გააფორმებს. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხვადასხვა სახელმწიფოსთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები, შეერთებული შტატების დახმარების პაკეტის ალტერნატივას არ წარმოადგენს. ზელენსკის განმარტებით, უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებების 10-წლიანი ვადა არ ნიშნავს, რომ უკრაინაში ომი 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებები გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან უკვე გააფორმა.