კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით, საქართველოში ჩატარებული სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითი კვლევის ავტორი და ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის, Strategy Analytics-ის კონკურენტული ფასების განყოფილების დირექტორი, ჯოზი სეფტონი, ჩატარებული ანალიზის შედეგებზე საუბრობს. ექსპერტის განცხადებით, საქართველოში მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მობილური და ფიქსირებული მომსახურებები, კვლევაში შემავალი ევროპული ქვეყნების საშუალო ფასზე მნიშვნელოვნად ძვირია, რაც ქართველ აბონენტებს დაბალი მოცულობისა და სიჩქარის პაკეტებით სარგებლობას, ან პრემიუმ ფასების გადახდას აიძულებს. ფასების შედარებით ანალიზში გამოკვეთილი შედეგების გასაუმჯობესებლად, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა ქართველ მომხმარებლებს, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა.