საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს ბენედიქტ ფრანკეს შეხვდა. ქართველმა მინისტრმა ხაზი გაესვა მიუნხენის კონფერენციისა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც მრავალი წელია გრძელდება. მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობაც განიხილეს. გარდა ამისა, საუბარი კონფერენციის წლევანდელ ანგარიშსაც შეეხო, რომელიც, ქართულმა მხარის შეფასებით, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას ეყრდნობა. მხარეები მომავალში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. როგორც კონფერენციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დაინტერესებულია საქართველოს მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობით, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, რათა საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას ხელი შეუწყოს.