საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელში მიიღო მონაწილეობა. როგორც მან განაცხადა, ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაცია ერთადერთი სწორი პერსპექტივაა. ზურაბიშვილის განცხადებით, დასავლური სამყაროს ინტერესებშია, რომ რუსეთი არ იყოს ის ქვეყანა, რომელსაც შავ ზღვაზე ინკლუზიური გავლენა ექნება. უმრავლესობის ლიდერები სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს უწოდებენ. მათი შეფასებით, ზურაბიშვილის განცხადებები საქათველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და დიპლომატიურ უხერხულობასაც კი ქმნის.