უკრაინა დონეცკის ქალაქ ავდიივკას აუცილებლად დაიბრუნებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ ბაიდენი აღიარებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკადან უკრაინული ჯარების გაყვანა უკრაინის იარაღით დახმარების შესუსტების შედეგია. შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკის განცხადა, რომ უკრაინამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო.