ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებაზე საქართველოს პარლამენტი მუშაობას აგრძელებს. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მმართველი გუნდი პარლამენტში სამუშაო პროცესის ილუზიას ქმნის, სინამდვილეში კი ევროინტგერაციისთვის საჭირო ნაბიჯებს არ დგამს. საპასუხოდ ოპოზიციის ნაწილის მიერ არჩეულ მიდგომას აკრიტიკებს მმართველი გუნდი. მათი განცხადებით, სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობით ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ისევ სიტუაციის რადიკალიზაციას ცდილობს.