საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებმა ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უსაფრთხოების აუცილებლობა და საქართველოს ევროინტეგრაცია არის ერთადერთი სწორი პერსპექტივა ქვეყნისთვის. ზურაბიშვილის განცხადებით, დასავლური სამყაროს ინტერესებშია რუსეთი არ იყოს ის ქვეყანა, რომელსაც თუნდაც შავ ზღვაზე ინკლუზიური გავლენა ექნება. პანელზე მონაწილეობას იღებდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. როდოსლავ სიკორსკიმ ზურაბისვილს მიმართა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავიოსუფლებაში მას წვლილის შეტანა შეუძლია.