ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში „ჰამასის“ ათობით წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სამხრეთ ნაწილში, ისრაელის ჯარებმა „ჰამასის“ რამდენიმე პოზიციას დაარტყეს, შეიარაღებული პირები გაანადგურეს და დაჯგუფების კუთვნილი იარაღი ამოიღეს. ისრაელელმა ჯარისკაცებმა ტანკებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად „ჰამასის“ 20-მდე მებრძოლი გაანადგურეს. ქალაქში საჰაერო თავდასხმების სერიის შედეგად კი „ჰამასის“ კიდევ 15 მებრძოლი დაიღუპა და იარაღის საწყობი განადგურდა.