საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს ქართული ოცნება აკრიტიკებს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზიდენტის განცხადება კოალიციური მთავრობის მნიშვნელობის შესახებ წყალს “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე ასხმას და მისი რეალური მიზნების დემონსტრირებას ახდენს. მათივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი ანტისახელწმიფოებრივი განცხადებებით ქვეყანაში პოლარიზაციას აღრმავებს.