საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დიდი ბრიტანეთის არმიის ერთობლივი კიბერსწავლება დასრულდა. ტრენინგი კიბერსპეციალისტების კიბერთავდაცვითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე იყო ორიენტირებული. სასწავლო პროგრამის სიმულაციური სცენარი კი, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევებს ითვალისწინებდა. ტრენინგში ქართველმა და ბრიტანელმა კიბერსპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა.