შენგენის ზონა მსოფლიოში ყველაზე დიდი სივრცეა სადაც ადამიანებს მოქალაქეობის მიუხედავად თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ. ევროპის ქვეყნებს შორის 1995 წლის დადებული ხელშეკრულებით სასაზღვრო კონტროლი გაუქმდა და მთლიანი აქცენტი გარე სასაზღვრო დაცვას დაეთმო. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს კი კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი აქვთ. მიუხედავად ამისა ყველა ქვეყანას ინდივიდუალური სამხედრო ამოცანა გააჩნია. რუსეთ- უკრაინის ომმა კი პოლონეთისა და ბალიტიის ქვეყნების სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება გამოიწვია.