ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებელი რიგით მეორე შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსების მხრიდან კვლავაც ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება. ოპოზიციციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა მმართველი გუნდის მიერ ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებსა და 9 დათქმის შესრულების პროცესთან დაკავშირებით. რეკომენდაციების შესრულების პროცესსა და გამართულ შეხვედრებს კვლავაც უნდობლობას უცხადებს პარტია ლელო. რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. მმართველ გუნდში პარტია ლელოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და აცხადებენ რომ ქართუმა ოცნებამ ყველა ოპოზიციურ პარტიას მისცა შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებაში.