უკვე მეორე დღეა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი იღებს. სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა ბლუმბერგსაც.