მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, რაფაჰში ისრაელის მიერ განხორციელებული შეტევის შემდეგ პალესტინელების უფლებების დასაცავად დამატებითი გადაუდებელი ზომების მიღების აუცილებლობა არ არსებობს. მათივე განმარტებით, ღაზის სექტორსა და რაფაჰში არსებული „საშიში ვითარება“ „დროებითი გადაუდებელი ზომების დაუყოვნებლივ და ეფექტურ განხორციელებას“ მისი 26 იანვრის ბრძანების შესაბამისად მოითხოვს და დამატებითი გადაუდებელი ზომების მიღება საჭირო არ არის. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ აფრიკამ სასამართლოს სთხოვა განეხილა, მოითხოვდა თუ არა ქალაქ რაფაჰში ისრაელის მიერ გამოცხადებული სახმელეთო ოპერაციის განხორციელების გეგმა დამატებითი გადაუდებელი ზომების მიღებას.