მიუნხენში უსაფრთხოების 60-ე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებას, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფორუმია, 50 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები. კონფერენციის მთავარი თემა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე სომალიში, სუდანსა და ჰაიტიში მიმდინარე ომებია. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში არსებული ხარვეზები აღმოფხვრან და რუსეთს გაყინული აქტივები ჩამოართვან