განათლების დამცველთა ასოციაციამ,განათლების ომბუდსმენთან ერთად, კონფერენციას უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობა მასწავლებლებმა მიიღეს. მათ საშუალება ჰქონდათ, სასწავლო დაწესებულებებში არსებულ ნებისმიერ პრობლემაზე ესაუბრათ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საჯარო სკოლებში დირექტორთა შერჩევის ახალ წესსზეც. განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებების მიუხედავად, დირექტორობის მსურველები ამბობენ, რომ კანდიდატთა შერჩევა ნეპოტიზმით ხდება.