თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც. თბილისში ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, გასული ღამის განმავლობაში, 3 ავიარეისი გაუქმდა, 2 კი გადაიდო.