სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქთ ოპოზიციურ პარტიებს. მათი ნაწილი ფოქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს ვერ შეიწყალებს, რადგან მას ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი. ნაწილი კი ნაციონალური მოძრაობის წამოწყებას მიესალმება. საკითხზე საუბრობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც. მათი განცხადებით ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება სტრასბურგის სასამართლოსა და ქართველი ხალხის უპატივცემულობა იქნება