მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი იღებს, უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.