უნგრეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ბუდაპეშტის ცენტრში შეკრებილი ათობით ათასი ადამიანი ვიქტორ ორბანის მთავრობის გადადგომას ითხოვდა. აქციის მონაწილეებს ხელში უნგრეთისა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ. ქვეყანაში ანტისამთავრობო აქციები მას შემდგე დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე მსჯავრდებული შეიწყალა. მომხდარის გამო პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა, უნგრეთის იუსტიციის მინისტრი კი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.