ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა. ემანუელ მაკრონთან შეხვედრა მან ელისეის სასახლეში გამართა. უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, მომავალში რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, საფრანგეთი უკრაინას საჭირო დახმარებას სწრაფად და დაუყოვნებლად გაუწევს, მათ შორის თანამედროვე იარაღით ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში.