რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აქციებზე სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. როგორც „ოვდ-ინფო” იუწყება, აქციები რუსეთის რვა ქალაქში გაიმართა.16 თებერვალს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარდაიცვალა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი იყო.