საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. პირველი ვიზიტი მან ვაზიანში მდებარე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადაში განახორციელა. სამხედრო ბაზაზე არსებული მდგომარეობა ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა გააცნეს. მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიიღო მიმდინარე პროექტების შესახებ. ირაკლი ჩიქოვანმა მხარდაჭერა აღუთქვა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სამომავლო გეგმების წარმატებით განხორციელებაში.