პუტინისთვის ხმის მიცემა მკვლელის არჩევას ნიშნავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„თქვენთან ერთად ვხედავთ, რომ მკვლელი არჩევნებში მონაწილეობს, ადამიანებმა, ვინც მას ხმას მისცემენ, ნათლად უნდა გაიგონ, რომ მკვლელს აძლევენ ხმას და თავიანთ პრეზიდენტად მკვლელს აირჩევენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„მოვლენები გვეუბნება, რომ პუტინი მკვლელია და ეს რიტორიკა არ არის. ეს სიგნალი არ არის. აბსოლუტურად ნათელია, რომ იგი მკვლელია და აქ საიდუმლოებები არ არსებობს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, გუშინ, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.
უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.