ვლადიმერ პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციმბირის საპატიმროში გარდაიცვალა. რუსული მხარის განმარტებით, პატიმარმა გასეირნებისას თავი შეუძლოდ იგრძნო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კი მისი გადარჩენა ვერ შეძლო. საერთაშორისო ლიდერები ნავალნის გარდაცვალებას უკვე გამოეხმაურნენ. მათი ნაწილი პასუხისმგებლობას კრემლის რეჟიმს აკისრებს. ვლადიმერ პუტინის პირდაპირ ბრალეულობაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმი ზელენსკიც. როგორია რუსული მხარის პოზიცია და რას ამბობენ დასავლელი ლიდერები, ვნახოთ სიუჟეტი