ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებელი რიგით მეორე შეხვედრა რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დასრულებულია. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებს 3 საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა მესამე საკითხის- საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით ცვლილებების განხილვა ვეღარ მოხერხდა. შეხვედრას მმართველი გუნდთან, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორთან ერთად სპეციალური საგამოძოებო სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ოპოზიციური სპექტრიდან პროცესებს უნდობლობას კვლავაც პარტია ლელო უცხადებს. შეხვედრასთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა. როგორ აფასებენ შეხვედრის შედეგებს დეპუტატები და არასამტავრობო სექტორის წარმომადგენლები, მაგდა ბლუაშვილი გვეტყვის