2023 წლის მაჩვენებლებით, საგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში სულ 7 310 ადამიანი დაშავდა, 442 კი გარდაიცვალა, რაც წინა წლის გარდაცვალების მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, 5%-ით მეტია. ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის ირაკლი იზორიას განცხადებით საგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზთა შორის პირველ ადგილს სიჩქარის გადაჭარბება, მეორე ადგილს კი, მანევრირების წესების დარღვევა იწვევს. მისივე თქმით, მთლიანი საგზაო შემთხვევების 34%-ში დაფიქსირდა ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალება, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია.