უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთის საზღვართან შექმნილი ვითარება სოლიდარობის პრინციპებს არღვევს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს პოლონელ კოლეგასთან გასაუბრება დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსული მარცვლეულისა და მოსკოვიდან ევროპის ქვეყნებში სხვა პროდუქციის იმპორტის მიმართ დამოკიდებულება პოლონეთთან ერთად უნდა განსაზღვროს. ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული ქმედება საჭიროა საზოგადოების, უკრაინელი და პოლონელი ფერმერების დასაცავად. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან საზღვარზე რამდენიმე სატვირთო მანქანა გააჩერეს და მარცვლეული გადმოყარეს.