პარლამენტში მიმდინარე შეხვედრის პარალელურად, პარტია „ლელო“ წარადგენს საკუთარი გეგმას სახელწოდებით “9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ”. ეს გეგმა კონკრეტული ღონისძიებებისის ჩამონათვალს მოიცავს და პარტიის ლიდერებმა ის ამ მიმართულების ექსპერტებს გააცნეს. პარტიაში ამბობენ, რომ გეგმის მიზანია ევროკომისიის 9-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება. ამ საკითხს მმართველ პარტიაში უკვე გამოეხმაურნენ და „ლელო“ რადიკალიზმში დაადანაშაულეს.