„ნატო“ უკრაინისთვის მილიონი ერთეული დრონის გადაცემაზე შეთანხმდა. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, გადაწყვეტილება ჯერ “რამშტაინის”, შემდეგ კი უკრაინა-ნატოს საბჭოს ფორმატში, 2-დღიანი მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს. ე.წ „დრონების კოალიციის“ პირველ შეთანხმებას სათავეში დიდი ბრიტანეთი და ლატვია ჩაუდგებიან. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სამხედრო ალიანსი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თითქმის ექსკლუზიური მიმწოდებელია და კიევის სამხედრო დახმარების 99%-ზე მეტს სწორედ ის უზრუნველყოფს. სტოლტენბერგის განცხადებით, ეს ტრამპის განცხადების პასუხია - შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ალიანსის ევროპული წევრები თავდაცვის ხარჯებზე არასაკმარის დაფინანსებას გამოყოფენ.