ირაკლი ღარიბაშვილის მიერ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რანგში პირველი ბრიფინგი და ოპოზიციაზე მორიგი თავდასხმა. მან ოპონენტები მწვავედ გააკრიტიკა და მისი მთავარი სამიზნე „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ღარიბაშვილისგან კრიტიკული სიტყვები პირველად არ ესმით. ისინი ამბობენ, რომ მმართველ პარტიას გაძლიერებული ოპოზიციური ფლანგის ეშინია. აღნიშნულ მოსაზრებას ოპოზიციონერები იმით განმარტავენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში წაგების ეშინია, რის გამოც, როგორც თავად ამტკიცებენ, წინასაარჩევნო პერიოდში მმართველმა პარტიამ ოპონენტებზე თავდასხმა გააძლიერა.