პარტია „ლელოს“ ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საუბრის მთავარი თემა იყო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესი და ამ საკითხთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ ხედვა. ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის რეკომენდაციების შეარულებასთან ერთად, საჭიროა მოქმედი ხელისუფლების შეცვლაც.