უზბეკეთი რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. უზბეკეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც დასანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელებას უკრძალავს. კანონპროექტი უზბეკეთის მიმართ მეორადი სანქციების რისკის გამო წარადგინეს. აღნიშნული კანონი ჩეხეთის, ლატვიისა და ესტონეთის გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა.