უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბერლინში ჩავა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. მედიის ინფორმაციით, შოლცი და ზელენსკი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. დღის მეორე ნახევარში ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტი, ხვალ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც სიტყვით გამოვა და ორმხრივ შეხვედრებს ჩაატარებს.