სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში იმყოფება, სადაც ის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტს დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ახლა ასეთი ვიზიტები საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, მიუნხენში პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის პრემიერი, ირაკლი კობახიძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც წასულიყვნენ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, მმართველ პარტიაში პრეზიდენტს კვლავ აკრიტიკებენ.