რუსეთის რეგიონული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელგოროდში, აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც. მათივე ცნობით, სარაკეტო დარტყმამ დიდი ზიანი მიაყენა პატარა სავაჭრო ცენტრს, სადაც ხალხი იმყოფებოდა. რუსული პროპაგანდისტული გამოცემები წერენ, რომ თავდასხმა უკრაინული მხარის მიერ არის განხორციელებული. უკრაინული წყაროები კი ამბობენ, რომ სავაჭრო ცენტრს რუსების მიერ გაშვებული რაკეტიდან ჩამოვარდნილი ნაწილები მოხვდა. თუმცა, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კიევს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.