ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა. საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მინისტრებმა წარმატებულად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის საკითხზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესების და უსაფრთხოების გამოწვევებს.